Сообщения

Сообщения за ноябрь, 2018

მე-8 დღე

დღევანდელი დღეს დავასრულე პროექტის გეგმის შაბლონში მუშაობა, ვისწავლე ბმულის დამატება,ტრენერის ბლოგის გაზიარება ,სურათის ატვირთვა. დიდი მადლობა ტრენერს,ძალიან საინტერესო და სახალისო იყო ტრენინგი,უამრავი რამ ვისწავლეთ,რომელიც დამეხმარება მუშაობაში.

მე-7 დღე

ამ მოდულზე ვისწავლე სამოქმედო გეგმის შედგენა.გავაკეთეთ მოსწავლეთა პრეზენტაცია და მივიღეთ  უკუკავშირი ტრენერისაგან.ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის  შედგენა,რომელიც შემიძლია ტესტების სახით გამოვიყენო მოსწავლეებთან.

მე-6 დღე

 დღევანდელ დღეს გავაანალიზე,თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,შევქმენი სავარაუდო ნაშრომისთვის პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი,დამხმარე მასალა აქტივობების ფორმა,რომელიც გამომადგება პროექტის დროს. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.

მე-5 დღე

  ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები თავისი ინსტრუმენტებით.

მე-3 დღე

დღევანდელ დღეს ვისწავლე როგორ განვსაზღვრო სტანდარტები და მისაღწევი შედეგები პროექტით სწავლებისთვის.ვისწავლე,თუ როგორ უნდა შევიმუშავო    მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი), როგორ მოვახდინო ფონის შეცვლა,ვისწავლეთ გაზიარება რომელსაც გამოვიყენებ პედაგოგებთანაც სხვადასხვა დოკუმენტების გაზიარებისას,სადაც შესაძლებელი იქნება კომენტარების გაკეთება.

მე-2 დღე

დღევანდელი დღე უფრო საინტერესო იყო.ვისაუბრეთ პროექტის სტრუქტურაზე, ვისწავლე ინფორმაციის დისკზე ატვირთვა და მასზე ონლაინ რეჟიმში მუშაობა.წინ კიდევ საინტერესო დღეები მელის და ველოდები ახალახალ ინფორმაციას.

პირველი დღე

დღეს გავეცანით, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას და როგორ გამოვიყენებთ მას კლასში  სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში,სასწავლო მიზნების მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. გავეცანით ასევე   ელექტრონულ სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ მასში არსებული ინფორმაციის მონიშნვა,კომენტარების გაკეთება,ჩანიშნვა და ა.შ.