ამ მოდულზე ვისწავლე სამოქმედო გეგმის შედგენა.გავაკეთეთ მოსწავლეთა პრეზენტაცია და მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან.ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის შედგენა,რომელიც შემიძლია ტესტების სახით გამოვიყენო მოსწავლეებთან.
დღევანდელი დღეს დავასრულე პროექტის გეგმის შაბლონში მუშაობა, ვისწავლე ბმულის დამატება,ტრენერის ბლოგის გაზიარება ,სურათის ატვირთვა. დიდი მადლობა ტრენერს,ძალიან საინტერესო და სახალისო იყო ტრენინგი,უამრავი რამ ვისწავლეთ,რომელიც დამეხმარება მუშაობაში.
დღევანდელ დღეს ვისწავლე როგორ განვსაზღვრო სტანდარტები და მისაღწევი შედეგები პროექტით სწავლებისთვის.ვისწავლე,თუ როგორ უნდა შევიმუშავო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი), როგორ მოვახდინო ფონის შეცვლა,ვისწავლეთ გაზიარება რომელსაც გამოვიყენებ პედაგოგებთანაც სხვადასხვა დოკუმენტების გაზიარებისას,სადაც შესაძლებელი იქნება კომენტარების გაკეთება.
Комментарии
Отправить комментарий