დღევანდელი დღე უფრო საინტერესო იყო.ვისაუბრეთ პროექტის სტრუქტურაზე, ვისწავლე ინფორმაციის დისკზე ატვირთვა და მასზე ონლაინ რეჟიმში მუშაობა.წინ კიდევ საინტერესო დღეები მელის და ველოდები ახალახალ ინფორმაციას.
დღევანდელ დღეს ვისწავლე როგორ განვსაზღვრო სტანდარტები და მისაღწევი შედეგები პროექტით სწავლებისთვის.ვისწავლე,თუ როგორ უნდა შევიმუშავო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი), როგორ მოვახდინო ფონის შეცვლა,ვისწავლეთ გაზიარება რომელსაც გამოვიყენებ პედაგოგებთანაც სხვადასხვა დოკუმენტების გაზიარებისას,სადაც შესაძლებელი იქნება კომენტარების გაკეთება.
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები თავისი ინსტრუმენტებით.
დღევანდელ დღეს გავაანალიზე,თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,შევქმენი სავარაუდო ნაშრომისთვის პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი,დამხმარე მასალა აქტივობების ფორმა,რომელიც გამომადგება პროექტის დროს. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.
იმედია მიღებულ ცოდნას წარმატებულად დანერგავთ პრაქტიკაშ
ОтветитьУдалить